საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნათელა სახოკიამ ბორდში თანამდებობა დატოვა. როგორც “ფორტუნას” საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ განუცხადა, სახოკიამ უკვე მიმართა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტს. გადაწყვეტილების მიზეზი მისი ვაჟის, ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა გახდა. გვიმრაძე განმარტავს, იმისთვის რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მომხდარიყო, სახოკიამ თანამდებობა დატოვა.
თუ ვინ ჩაანაცვლებს მას ამ პოსტზე ჯერ უცნობია. გვიმრაძის თქმით, ეს საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მოესწრება თუ არა ამ საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე, მისთვის უცნობია.