LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება – კახა კალაძე

44

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირება არის სრული სიცრუე. რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძილიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები