LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს

85

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი, პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. სარგსიანს ხმა 77 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი – 17 იყო. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.

ქვეყანაში მიღებული ახალი კონსტიტუციით, პრემიერმინისტრს პარლამენტი ირჩევს. ქვეყნის მთავრობის ფორმირება 15 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. ხუთი დღის ვადაში კი სარგსიანმა პრეზიდენტს ვიცეპრემიერებისა და მინისტრთა კანდიდატურები უნდა წარუდგინოს.

სარგსიანის არჩევნები ერევანში საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები