LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერილ ქოულმა და ლიამ პეინმა დაამტკიცეს, რომ დაშორებას არ აპირებენ (ფოტო)

270

შერილ ქოულისა და ჯგუფ One Direction-ის სოლისტის, ლიამ პეინის დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორები არ დადასტურდა. შეყვარებულები ერთად Brit Awards 2018-ის ცერემონიაზე გამოჩნდნენ, რომელიც გუშინ ლონდონში გაიმართა. პირველი ეფექტი წყვილმა წითელ ხალიჩაზე მოახდინა, სადაც ისინი ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან და არც გრძნობების აფიშირებას ერიდებოდნენ. მოგვიანებით კი შერილ კოული დარბაზიდან ამხნევებდა ბოიფრენდს, როცა ის სცენაზე რიტა ორასთან ერთად სიმღერას For You ასრულებდა. შერილ კოული ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის კოქტეილის კაბაში, ხელში კი მას ვარდი ეჭირა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლიამ პეინმა და 34 წლის შერილ კოულმა ერთმანეთი X Factor-ის გადაღებებზე გაიცნეს. ურთიერთობა მათ 2016 წელს დაიწყეს, 2017 წელს კი წყვილს ვაჟი შეეძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები