LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

76

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით, 1 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო,” – ნათქვამია განცხადებაში.გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სსსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები