LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს სასწრაფოს ექიმის ცემის საქმეს იძიებს [ვიდეო]

128

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთი წევრის ცემის ფაქტი.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა. ფიზიკური ანგარიშსწორების მოტივი უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მალევე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები