LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხანდაზმულ მშობლებს მოკვლით დაემუქრა – პროკურორისა და ბრალდებულის სიტყვა სასამართლოზე

138
კასპისასამართლო

გორის სასამართლომ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც პროკურორის თქმით ხანდაზმულ მშობლებს მოკვლით დაემუქრა. გირაოს გადახდამდე კი 44 წლის მამაკაცი პატიმრობაში იქნება. ამის შესახებ “ქართლის ამბები” წერს.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრალდებულმა მამას ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა.

“კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო”, – ამბობს პროკურორი.

“ქართლის ამბები” ბრალდებულის განცხადებასაც აქვეყნებს.

“მე კარგი სპეციალისტი ვარ, ბევრ ოჯახში მიწევს მისვლა, სადაც თითო ჭიქას აუცილებლად მალევინებენ, შესაბამისად, ნასვამი მივიდოდი სახლში. ახლაც დალევა მინდოდა და ჩემი თანხა მოვითხოვე, არ მომცეს. როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცით, ისე ვუთხარი უბრალოდ, მშობლებს” – განაცხადა ბრალდებულმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები