LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ 24 საათი კუდში დავსდევდე, წყალი უნდა, მივაწოდე, სათამაშო გადავარდა, მივუტანე… ჰიპერმზრუნველობითი დამოკიდებულება აზიანებს ბავშვს და მშობელსაც“ – ინკლუზიური განათლების სპეციალისტის რჩევები მშობლებს

168
თინათინ გაბოძე ჰიპერმზრუნველობაზე (1)

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე მშობლებს მოუწოდებს, გადახედონ ჰიპერმზრუნველობით დამოკიდებულებას, რომელიც, მისი შეფასებით, ზიანს აყენებს როგორც ბავშვის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას, ისე მშობლის ემოციურ მდგომარეობას.

თინათინ გობაძის განმარტებით, ბავშვისთვის ყველა სურვილის მყისიერად შესრულება და 24-საათიანი თანხლება არ არის ზრუნვის სწორი ფორმა.

სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ მშობელს აქვს უფლება, დაადგინოს პირადი საზღვრები, მაგალითად, გამონახოს დრო დასვენებისთვის ან ყავის დასალევად, სანამ ბავშვთან ერთად თამაშს შეუდგება.

„ბავშვზე ზრუნვა არ ნიშნავს, იმას რომ მე 24 საათი, აი, ასე კუდში დავსდევდე ამ ბავშვს, წყალი უნდა, მოდი მე მივაწოდე, აბა, იქ სათამაშო გადავარდა, მე მივუტანე, ეს არ არის ზრუნვა. ეს არის ჰიპერმზრუნველობითი დამოკიდებულება, რაც აზიანებს როგორც ბავშვს, ასევე მშობელს.

მშობელს აქვს უფლება, დიახ, ფინჯანი ყავა მიიდგას თუ მას ეს ყავა იმ დროს სჭირდება, აიდუღოს და ბავშვი რომ ექაჩება, დედიკო, გთხოვ, გთხოვ, მეთამაშე ან მამიკო, არ ვიცი, ვისაც ეუბნება, მე ახლა ყავის დალევა მჭირდება, როგორც კი მივირთმევ, შემდეგ შეგვიძლია ვითამაშოთ ან რასაც გეგმავს და ეს არ ნიშნავს ბავშვის იგნორს, არა.

ბავშვებმა აღარ იციან მარტო თამაში, ბავშვებმა აღარ იციან თავი როგორ გაირთონ. ამრიგად, მშობელმა თამამად, მოშივდა, დაბრძანდეს. აი, თუ ამას ჩვენ ყოველდღიურად ესე გავაკეთებთ, ბავშვი სწავლობს რომ ხო, მშობელიც იღლება, მშობელსაც შია, მშობელსაც სჭირდება ყავა და დასვენება, თუ თავად მე არ ვეცი პატივი, როგორც ზრდასრულმა ჩემს პირად საზღვრებს, ჩემს ემოციებს და ჩემს სხეულს, მაშინ როგორ ვასწავლი ბავშვს?…

არ არის საჭირო როცა მშობელი მიირთმევს საჭმელს ან ყავას, იქ ბავშვმა ოღონდ გაჩერდეს სანამ მე მოვალ შენ ამას უყურე, მაშინ გამოდის არ ვასწავლი ამ ბავშვს რომ მე დრო მჭირდება, შენ მარტო შეგიძლია ითამაშო და მოდი შენ ითამაშე“, – ამბობს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები