LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის პირადი უსაფრთხოება ირღვევა“ – ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მშობლებს სოციალურ ქსელში ფოტოების გაზიარების საფრთხეებზე აფრთხილებს

197
ბავშვის პირადი უსაფრთხოება

სოციალურ ქსელებში არასრულწლოვნების პირადი ფოტოებისა და ვიდეომასალის გაზიარება ბავშვის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, თინათინ გობაძემ პოდკასტში NiniTalks ისაუბრა. სპეციალისტის განმარტებით, მშობლები ხშირად გაუაზრებლად აქვეყნებენ კადრებს სკოლებიდან თუ საბავშვო ბაღებიდან, რაც ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებს არღვევს.

„მშობლები ისე თამამად აზიარებენ ბავშვების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ბაღიდან თუ სკოლიდან, რომ სრულიად ირღვევა კონფიდენციალურობა. ამით ბავშვს დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ… უცნობია, ვინ უყურებს ამ მასალას, ვინ ინახავს ან იწერს მას. არსებობს ჯგუფები, მათ შორის პედოფილების, რომლებიც ამ ფოტომასალას სხვადასხვა აპლიკაციაში არაკეთილსინდისიერი და საშიში მიზნებისთვის იყენებენ,“ – აცხადებს თინათინ გობაძე.

„ბავშვზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ 24 საათი კუდში დავსდევდე, წყალი უნდა, მივაწოდე, სათამაშო გადავარდა, მივუტანე… ჰიპერმზრუნველობითი დამოკიდებულება აზიანებს ბავშვს და მშობელსაც“ – ინკლუზიური განათლების სპეციალისტის რჩევები მშობლებს

@nini.talks_podcast 🔸ბავშვის პირადი ფოტოების გაზიარება სოციალურ ქსელებში 💬სტუმარი:თინათინ გობაძე @tiko gobadze 💬თემა: ეკრანომანია: ბავშვებს ვსაყვედურობთ და ჩვენ როგორ ვიქცევით 🔸პოდკასტის გენერალური მხარდამჭერია @alteuniversity #პირადისაზღვრები #ბავშვები #სოციალურიმედია #დედა #მშობელი ♬ original sound – NiniTalks
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები