LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია მოუწოდებს რუსეთს, ჯაშუშური ოპერაციები შეწყვიტოს

128

შვეიცარია მოუწოდებს რუსეთს, ჯაშუშური ოპერაციები შეწყვიტოს, –  განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით შვეიცარიის მთავრობამ გაავრცელა.

„შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა უკანონო ოპერაცია შვეიცარიის მიწაზე და შვეიცარული ობიექტების წინააღმდეგ,“ – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარიის მთავრობის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთის ელჩი უწყებაში სამჯერ გამოიძახეს და შეშფოთება გამოთქვეს ჯაშუშური ოპერაციები გამო.

მანამდე შვეიცარიულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გაზაფხულზე ჰააგაში დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომელთაც კომპიუტერულ ქსელებში შესაღწევად საჭირო აპარატურა აღმოუჩინეს. შვეიცარიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

როგორც BBC წერს, რუსეთის ჯაშუშები შვეიცარიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში აიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები