LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძულვილით მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 53 პირია დაკავებული

55

2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც 2017 წლის სრულ მონაცემებს აჭარბებს, – ამის შესახებ შს სამინისტროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამინისტრომ 53 პირი დააკავა, აქედან სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულია 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 10 პირია დაკავებული, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი, 4 პირი.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაიზარდა გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები