LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღარიბის დამარცხება განათლებაში მეტი ინვესტირებითაა შესაძლებელი, ბახტაძეს ძლიერი ინიციატივები აქვს – არჩილ თალაკვაძე

85

“ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცენტი კეთდება განათლებაზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან სერიოზული, ძლიერი ინიციატივები ამ მიმართულებით და პარლამენტში ვფიქრობთ, რომ სიღარიბის დამარცხება სწორედ შესაძლებელია განათლებაში მეტი ინვესტირებით,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა იმართება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობის ახალ გეგმაში სოციალური პოლიტიკის თვალსაზირისით, უფრო აქტიური ნაბიჯები ჩანდეს.

“პარლამენტი იცავს ზედმიწევნით კანონებს და ამის გამო მიმდინარე კვირაში ჩვენ გვიხდება სხდომის ჩატარება, სადაც ნდობა უნდა გამოვუცხადოთ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს და მივცეთ შესაძლებლობა უახლოეს მომავალში წარმოადგინოს მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა, დავინახოთ ეკონომიკური გეგმა, სადაც ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი დასაქმება და მათთან ერთად, ახალი უფრო ძლიერი ეკონომიკის აშენება ჩანს, შესაბამისად ჩვენ მხარს დავუჭერთ სწორედ ასეთ გეგმას და მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს მთავრობის უფრო აქტიური ნაბიჯები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, რათა ის ადამიანები, ვინც კიდევ რჩებიან სიღარიბესთან პირისპირ იღებდნენ ქმედით დახმარებას ხელისუფლების მხრიდან,”- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები