LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი ინსტიტუტის” განცხადებები კონსულტაციების არქონაზე, სრული სიცრუეა – კახა კალაძე

83

“პოლიტიკოსებმა შეხვედრა, სადაც ქალაქის განვითარებაზე უნდა ესაუბრათ, მთლიანად პოლიტიკურ ჭრიში გადაიყვანეს,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა. მისივე თქმით, დარგის სპეციალისტებს დაკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება პოლიტიკოსებმა არ მისცეს.

“ფაქტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, თუ სად გადის ზღვარი ვიწრო პარტიულ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებას შორის. პოლიტიკოსების მოწვევა შეხვედრაზე იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან მინდოდა, რომ ეს ადამიანებიც ყოფილიყვნენ ჩართულები.ეს ადამიანები იყვნენ ჩემი კონკუტენტები საარჩევნო პერიოდში და მინდოდა მიეღოთ ამ განხილვაში მონაწილეობა.

მათ ჰქონდათ მცდელობა დებოშის, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ, თუმცა არ მივეცით შესაძლებლობა. ასევე, მინდა გამოვეხმაურო “სითი ინსტიტუტის” განცხადებებს და აღვნიშნო, რომ სრული სიცრუეა, თითქოს შეხვედრები და კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია. პირადად ჩემი მონაწილეობით შედგა რამდენიმე შეხვედრა, ასევე არაერთი შეხვედრა იყო ჩემი მოადგილეების, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურების სპეციალისტების მონაწილეობით. ამდენად, განცხადება კომუნიკაციის პრობლემის შესახებ, არის სიცრუე”- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები