LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, სამი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

97

სკოლის საპირფარეშოებში ანტისანიტარიის გამო, სამმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ფორტუნას“  განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

განათლების სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით,  მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად გამოვლინდა სველი წერტილების პრობლემები.  თანამდებობიდან გათავისუფლდა თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლის დირექტორები. საპირფარეშოების პრობლემების გამო, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3 სკოლას, სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ აშის სკოლებს.

„ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერცერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება“, – აცხადებდა განათლების მინისტრი რამდენიმე კვირის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები