LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩებში ჭაობებია, კანალიზაციის წყალი სასმელ წყალს ერევა“ – მარიუპოლში ქოლერის გავრცელების საფრთხეზე ჯანმო საუბრობს

153
gunoi-deșeuri-1

წყალმომარაგების სისტემის განადგურების გამო, მარიუპოლში, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ბლოკირებულია, შესაძლოა ინფექციური დაავადებები გავრცელდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა საგანგებო სიტუაციების საკითხებში, დორიტ ნიცანმ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, რომ მარიუპოლში, ქუჩებში უბრალოდ ჭაობებია, კანალიზაციის წყალი სასმელ წყალს ერევა. არის უზარმაზარი საფრთხე, რომ გავრცელდეს ბევრი ინფექცია, მათ შორის ქოლერა“, – განაცხადა დორიტ ნიცანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები