LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 38 მოსწავლე უკვე ჩაირიცხა

94
276135417_333995728757846_3156152623740435013_n

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 კი უკვე ჩარიცხულია.

“ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ.

ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მათ პირველივე დღიდან ათობით დაზარალებულმა ოჯახმა უკვე მიმართა.

უკრაინულმა ოჯახებმა, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

პოპულალურები