LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცქსელებში მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ – „გამოვიღვიძოთ, სანამ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული…“

68

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებენ და ითხოვენ, განიხილონ მისი გათავისუფლების შესაძლებლობა.

ნათია ნადირაძე სოცქსელში წერს: „მაია რჩეულიშვილის არის უმძიმესად და იქნებ, რაღაცნაირად შევიდეთ ამ ქალის მდგომარეობაში მთავრობა და ადამიანები. მისი ამ მდგომარეობით ვინ დაკმაყოფილდა, ვის აუშენდა ბინები?“

ამავე მოთხოვნით გამოდის ნინო ორდენიძე, რომელიც აღნიშნავს:

„ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვალა ამ ქალბატონის დაპატიმრებით? დაკმაყოფილდა ერთი დაზარალებული მაინც?! ის ხომ ფაქტია, რომ გარედან უფრო არის იმის შანსი, რომ მართლა რაღაც გამოვიდეს და დაზარალებულები დაკმაყოფილდნენ! და სულ რომ არ ვილაპარაკოთ ამაზე! ეს ადამიანი დღეს ძალიან ცუდად არის! ქალი არის ცუდად! მეტი რა უნდა დაემართოს, რომ რამე მოვიფიქროთ ყველამ ერთად?! ესეც რაღაც პოლიტიკური საქმე არ არის, ხომ? ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი! ადამიანის, რომელიც მთელი ცხოვრება იმით იყო დაკავებული, ვისთვის რა ესიამოვნებინა! თითოეული ჩვენგანი არასოდეს არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები, არ ვიცით, ვის რა დავემართება და რა მდგომარეობაში ჩავცვივდებით! ძალიან გთხოვთ, გამოვიღვიძოთ ყველამ, სანამ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული და მოვითხოვოთ მაია რჩეულიშვილის გათავისუფლება!!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები