LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ შემსრულებელთან ერთად „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობს

262

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად საქართველოს ათ ქალაქში კონცერტებში მონაწილეობს. ეს წინასაარჩევნო კონცერტებია, სადაც სოფოსთან ერთად სალომე ბაკურაძე, სოფო ხალვაში, ნუცა ბუზალაძე და სხვები მონაწილეობენ. კონცერტების წამყვანი ცნობილი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანია.

კონცერტები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურში, გუშინ მომღერლები თელავში იყვნენ, შემდეგ კი ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხესა და გორს ესტუმრებიან. როგორც სოფო აღნიშნავს, კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს.

სოფო ბედია:

თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე ამ კონცერტებით და ისედაც…

დასვენება მოახერხე?

ბევრ ადგილას ვიყავი, მათ შორის ზღვაზეც, სამეგრელოშიც, მაგრამ ამას დასვენებას ვერ დავარქმევ, უფრო დავიღალე, თუმცა სასიამოვნოდ, რადგან ესაა ჩემი ცხოვრება და ნეტავ ასე იყოს სულ. იმედია, ე.წ. ქართულ შოუბიზნესს ეშველება და ბევრი კონცერტი გაიმართება. მინდა, ყველა ჩემს კოლეგას ჰქონდეს სამუშაო და სცენაზე გამოსვლისა და სიმღერის საშუალება…

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერ თუ უბრალოდ, კომერციული პროექტია შენთვის?

ორივეს აქვს მნიშვნელობა. ჩემს საქმეს ვემსახურები, უამრავი ხალხი მოდის ჩვენს მოსასმენად, სულ ანშლაგებით მიმდინარეობს კონცერტები, ხალხს ვემსახურები, სცენაზე ვდგავარ და ჩემს რეპერტუარს ვასრულებ. გარდა ამისა, ვადასტურებ, რომ მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და ვფიქრობ, ის არის ყველაზე რეალური ძალა ჩვენს ქვეყანაში.

სოფო, ახალი სიმღერები თუ გაქვს?

მე და დათო ძიძიგურმა ჩავწერეთ ალექსანდრე ბასიალაიას „მერე“, ცირა ბზიშვილის ახალი ინტერპრეტაციით. მასზე კლიპი გადავიღეთ, ჩაქვში, „ოაზისში“, კლიპის რეჟისორი და სულისჩამდგმელი ნატო დუმბაძეა. ძალიან ლამაზი კლიპი გამოვიდა და 25 სექტემბერს მისი პრეზენტაცია გვექნება. კიდევ ჩავწერე „ჯეირანის“ ახალი ინტერპრეტაცია, რომელსაც ასევე მალე წარვუდგენ მსმენელს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g