LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანი: „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ძალიან გახდილი ვერ გამოვალ“

189

სოფო გელოვანი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გენადი სინკევიჩთან ერთად 21 აპრილს პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე. შოუს პირველი ეპიზოდის ნახვის საშუალება დღეს გვექნება. „იმედის“ ეთერში ლაივი 22:00 საათზე დაიწყება.

ღელავს თუ არა ქართველი მომღერალი, შოუს წინ fortuna.ge სოფო გელოვანს დაუკავშირდა.

სოფო:

სიმართლე გითხრა, არ ვნერვიულობ. მეგონა, რომ ძალიან ვინერვიულებდი, გასაკვირია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვღელავ და მშვიდად ვარ.

როდის დაიწყო რეპეტიციები?

რეპეტიციები, ფაქტობრივად, ყოველდღე გვაქვს. დაახლოებით, ორი კვირაა. ჯერჯერობით ვიღებ სიამოვნებას, ეს არ არის დიდი სტრესი, როგორც ამბობენ ხოლმე. ვიცი, რომ შემდეგ რთულდება ცეკვებიც და რეჟიმიც. კარგად ვგრძნობ თავს. პირველი ცეკვა ნამდვილად არ იყო რთული, არ გამჭირვებია შესწავლა. ამას ყველაფერს სცენაზე როგორ შევძლებ, არ ვიცი, მაგრამ საწყის ეტაპზე წვალება არ არის.

შენი კაბა როგორია?

ჩემი კაბა არის სადა და თან, ლამაზი. მგონია, რომ სცენაზე უფრო ლამაზი იქნება (იღიმის).

კოსტიუმების მხრივ მეუღლე სითამამის წინააღმდეგი ხომ არ იქნება?

ასეთ ცეკვებს თამამი სამოსი აქვს. რადგან გადავდგი ეს ნაბიჯი, შევეცდები, სამოსიც შესაბამისი მეცვას, თუმცა თავად თუ იგრძნობ თავს არაკომფორტულად, არავინ დაგაძალებს რაიმეს ჩაცმას. ეს ძალიან კარგია. რაც მოგეწონება, იმას ირჩევ და თავად ამბობ, რა გინდა.

არის რაღაცები, რასაც ვერ ჩავიცვამ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ სცენაზე ვერ გამოვალ ძალიან გახდილი, ბოდეებით რომ გამოდიან ხოლმე ზოგიერთ ცეკვაში, აბსოლუტურად გახდილები. თავს ვერ ვიგრძნობ კომფორტულად. თუმცა ზოგადად, ცეკვა ხელოვნებაა და უხდება სითამამე, მათ შორის, სამოსის მხრივაც. მე

ზომიერების შენარჩუნებას შევეცდები და  ორიენტირი მექნება მაქსიმალურად ცეკვაზე და არა ჩაცმაზე.

შენს პარტნიორზე რას გვეტყვი?

ჩემი პარტნიორი არის ბელორუსი, გენადი სინკევიჩი, ძალიან მაღალი კლასის მოცეკვავე, როგორც მას კოლეგები აფასებენ. ბევრი კონკურსის გამარჯვებულია და პირველად მონაწილეობს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. კარგი ადამიანია და კარგად ვგრძნობ თავს, მეხმარება და მიხსნის არაჩვეულებრივად. ცეკვების დადგმაზე ქორეოგრაფები მუშაობენ, მაგრამ შემდეგ პარტნიორი გამუშავებს, 80% მასზე გადადის ამ კუთხით.

როგორი მოლოდინი გაქვს? ნუცა ბუზალაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას უნდა მოგება.

კონკურსი, ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში პირველი არ არის. ბევრი იყო, მაგრამ სიმღერის და ეს არის ცეკვის, აბსოლუტურად სხვაგან მოვხვდი. როცა ამ ნაბიჯს დგამ, გინდა,  წარმატებას მიაღწიო. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მოვიგო. არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა, თუმცა ჩემს თავს შევხედავ. ბევრს ჰგონია, რომ ცეკვავს, მაგრამ შეიძლება, სცენაზე არ გამოჩნდეს. სცენას დილეტანტები არ უყვარს, უყვარს პროფესიონალები. ცეკვის გაგრძელება იმ შემთხვევაში არ მომინდება, თუ ვერ გავიხსენი და ვერ გავიზარდე. საკუთარ თავს აუცილებლად შევხედავ გვერდიდან…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები