LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის მთავრობა გადადგა

65

სომხეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, სერჟ სარგსიანმა ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

სარგსიანმა დაავალა მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელონ მუშაობა საკუთარ თანამდებობებზე.

კონსტიტუციის თანახმად, სომხეთში მინისტრთა კაბინეტი ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისას წყვეტს მოვალეობის შესრულებას. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2 აპრილს გაიმართა. საიტის ARKA ინფორმაციით, პარლამენტში შევიდნენ მმართველი რესპუბლიკური პარტია, ბლოკები – „ცარუკიანი“, „ელკი“ და „დაშნაკცუტუნი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები