LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში “ხავერდოვანი რევოლუცია” იწყება [ვიდეო]

61

ერევანში მიმდინარე მიტინგების ერთერთმა ორგანიზატორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

რევოლუციის დაწყების მუხტი ოპოზიციაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანი წარადგინეს.

„სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა. მე ვაცხადებ “ხავერდოვანი რევოლუციის” დაწყების შესახებ. სომხეთში ყველაზე დიდი აქცია დღეს გაიმართება“, – განაცხადა ფაშინიანმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

გუშინ, კოალიციურმა ძალებმა, პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი. მომიტინგეებს პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ.

შეგახსენებთ: დღეს ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები