LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“SOS! შუა ქალაქში მხვდება 1.5 მეტრიანი გველი”

148

ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში ქალაქში გველების არსებობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ცოტა ხნის წინ, იპოდრომზე კიბეებზე საკმაოდ დიდი ზომის გველი დაინახა.

მარიამ საჯაიას თქმით, ზოგადად იპოდრომი, რომლის გარშემოც ხალხი ცხოვრობს, შხამიანი მწერებითა და გველებითაა გატანილი, რითაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

ყოფილი პარლამენტარი საკითხის მოგვარებას შესაბამის ორგანოებს სთხოვს.

“SOS!
შუა ქალაქში, იპოდრომზე ჩავდივარ და კიბეებზე მხვდება 1.5 მეტრიანი გველი!
შარშან ამავე იპოდრომზე მიკბინა მწერმა და დამმართა ბორელიოზი, რის განკურნებასაც 3 თვიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდა.

ანუ გველებით და შხამიანი მწერებითაა გატენილი იპოდრომი, რომლის გარშემოც ხალხი ცხოვრობს (და ამ არსებებს თავისუფლად შეიძლიათ საცხოვრებლებამდე მიღწევა), სადაც ყოველ დღე, დილიდან საღამომდე დადიან ბავშვები და უფროსები. ამ ადამიანების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ვინმემ არ უნდა მიხედოს? ქვეყანა ვართ თუ ვანიას დუქანი? თვეში ერთხელ შეწამლვაზე არავის არაფერი სმენია?”, – წერს საჯაია FB-გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები