LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარის არჩევანი – მარიამ საჯაიას სოფლის ცხოვრება და ოაზისი, რომელიც საკუთარი ხელით მოაწყო

586
მარიამ-საჯაია

ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი, მარიამ საჯაია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 21 წლის ასაკში გახდა პარლამენტარი, პოლიტიკურ კარიერას არ გაჰყვა. მან  შვილთან ერთად სოფლად გადასახლება და საინტერესო სივრცის მოწყობა ამჯობინა, სადაც ეკომეგობრული გარემოა და მალე თავისივე ხელით აშენებულ სახლში პატარებსა და ზრდასრულებს უმასპინძლებს სხვადასხვა მიზნით.

მარიამ საჯაია „არე-მარეს“ შესახებ „პირველ არხთან“ საუბრობს:

„არე-მარე“ ჩემი ნაწილია, ან მე ვარ მისი ნაწილი. როცა აქ ცხოვრობ, სჭირდება, რომ დღის განრიგი გქონდეს და დისციპლინა. ჩემი დილა იწყება ჭიქა ყავით და მზით, როცა კარგი ამინდია, მერე ბავშვს ვამზადებ სკოლისთვის. 4 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, მანამდე იყო ქალაქის ცხოვრება, კარგი სამსახური, ბინა, შვილი, რომელიც იქ დადის სკოლაში, მეგობრებიც ასევე თბილისში. საკმაოდ გრძელი პროცესი იყო, როცა მივხვდი, რომ თბილისში არ იყო ჩემი ადგილი… თბილისში ცხოვრების დროსაც ბევრს ვმოგზაურობდი. ბუნებაში თავს კარგად ვგრძნობდი, ქალაქში დაბრუნებისას ცუდი რამ მემართებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები