LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი მისიის საპოვნელად აბსოლუტურ ფსკერზე ჩასვლა, ყველაფერზე უარის თქმა და უგზო-უკლოდ გადაკარგვა დამჭირდა”- მარიამ საჯაია

340
2

ყოფილი პოლიტიკოსი მარიამ საჯაია გადაცემას “ახალი თინა” სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების ტრანსფორმაციის მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მიაღებინა გადაწყვეტილება ყველაფერი დაეტოვებინა და საცხოვრებლად სოფელში გადასულიყო.

“ჩემი მისიის საპოვნელად დამჭირდა 4 წელი, პოლიტიკაში ტანჯვაში ვყოფილიყავი, მერე აბსოლუტურ ფსკერზე ჩავსულიყავი და დამეწვა ყველაფერი, რაც კი მანამდე იყო. მერე სამსახურიდანაც წამოვსულიყავი, ყველაფერი მიმეყარა ზურგჩანთა მომეკიდებინა და ასე უგზო-უკვლოდ გადავკარგულიყავი და ყველაფერზე უარი  მეთქვა.. დიდ მოგზაურობაში ამ ფონით წავედი და იქიდან უკვე აბსოლუტურად დიდი გარდასახვებით დავბრუნდი. აქამდეც ვიცოდით რა გვინდოდა, წერილი გვაქვს მე და ჩემს შვილს დაწერილი, “ბუნებაში ყოფნა გვინდა, ეზო, ძაღლი, ადამიანებს დავეხმაროთ”.. მოგზაურობაში ვიპოვე ძალა იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი რეალურად გამეკეთებინა.

ზოგადად, ფსკერზე ჩასვლას ვიყენებ იმისთვის, რომ ფსკერს ფეხი დავარტყა და მერე ინერციით უფრო მაღლა ამოვიდე. ახლა უკვე ამ გადმოსახედიდან ყველაზე დიდი ღირებულება, რაც შემძინა ამ თავგადასავალმა იყო ის, რომ აღარ მეშინია, თუ პრობლემა მოდის.  ამას ვუყურებ, როგორც ახალ გამოწვევას, რომელზედაც შემიძლია გავიზარდო და მივიღო ახალი გამოცდილება”, – ამბობს მარიამ საჯაია.

მარიამ საჯაია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 21 წლის ასაკში გახდა პარლამენტარი, პოლიტიკურ კარიერას არ გაჰყვა. მან  შვილთან ერთად სოფლად გადასახლება და საინტერესო სივრცის მოწყობა ამჯობინა.

ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარის არჩევანი – მარიამ საჯაიას სოფლის ცხოვრება და ოაზისი, რომელიც საკუთარი ხელით მოაწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები