LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია პანკისში – სავარაუდოდ ჩატაევთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს

54

პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელიც დღეს 04:00 საათიდან მიმდინარეობს, დაკავებულია სამი პირი. ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.

სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

თვითმხილველების თქმით, სახლიდან ამოღებულია იარაღი. ასევე, ჩხრეკა სოფელ დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლში მიმდინარეობს. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი არის მობილიზებული.

სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ეტაპზე სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები