LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს – უჩა ნანუაშვილი

80

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს.

როგორც ნანაუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა დაკავებული. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ჰქონდა.

„ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას. ის ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ტარდებოდა სპეცოპერაცია. როგორც დაკავებული აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა იქიდან. ის ასევე იყო დაინტერესებული მეტი ინფორმაცია მიეღო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაზეც ჩვენ მას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები