LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა აშშ-ში – 8 ადამიანი გარდაიცვალა

42

აშშ-ში, მისისიპის შტატში სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის  – პოლიციის უფროსის მოადგილე, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სროლა ლინკოლნის მხარეში სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა. ეჭვმიტანილი, რომელსაც ადგილობრივი მედიასაშუალებები კორი გოდბოლტად მოიხსენიებენ, პოლიციამ უკვე დაკავა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციას განუცხადა, რომ ნანობს ჩადენილს და არ იმსახურებს, ცოცხალი გადარჩეს.

მისისიპის საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამაკაცმა სამ სახლშისროლა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, დაკავებულმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ესაუბრებოდა ცოლს და მის მშობლებს ბავშვების საკუთარ სახლში წაყვანის შესახებ.

„რომელიღაცა მეზობელმა პოლიციაში დარეკა, ისინი ზედმეტად ერევიან სხვის საქმეში,“ – განაცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციასთან.

მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომელიც „აბეზარი მეზობლების გამო გარდაიცვალა“, რის გამოც ის ძალიან წუხს.

კორი გოდბოლტი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები მას მოკლავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები