სტიქია რაჭაში: წყალდიდობის შედეგად წაღებულია ხიდები, გარესამყაროს 60-მდე ოჯახია მოწყვეტილი

123

სტიქია რაჭაში – სოფელ ღებში წყალდიდობაა. ადგილობრივების თქმით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი.

გუბერნატორის თქმით, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნიც და გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი.
„დღევანდელი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე რიონი. სოფელ ღებში წაიღო უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები, თუმცა სახლები არ არის დაზიანებული. სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ, ველოდებით მდინარის დონის დაკლებას. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნია ადიდებული და ჩაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. იქ მობილიზებულია ტექნიკა და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გზა გაიხსნება,“ – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები