LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაჩნდა.. ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო, ბოდიში, რომ დავაგვიანე“ – მარიტა გუტაშვილი შოვში დაღუპულ ლუკა დუდაშვილზე

324
ing (2)

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სტიქიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ნათესავის – 7 წლის ლუკა დუდაშვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

7 წლის ლუკა დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა -“ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი”: რას წერს გარდაცვლილის ნათესავი

როგორც მარიტა გუტაშვილი წერს, ლუკა 8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, 11 ოქტომბერს დაიბადა:

„8 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ახალი სიცოცხლე გაჩნდა.. სიცოცხლეს დაარქვეს ლუკა. იმ დღიდან დაიწყო ახალი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. თურმე ხანმოკლე..

ლუკა გახდა სიცოცხლე, ვისაც ჩემს დანახვაზე თვალები სხვანაირად უბრწყინავდა, სიხარულს თავს ვერ უყრიდა და არც მალავდა ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერებას.

ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო, მადლობა ჩემი სიყვარულისთვის, მადლობა ჩემში გაღვიძებული პატარა, გულწრფელი ბავშვისთვის, რომელსაც გავუფრთხილდები და წლებთან ერთად შენსავით გავზრდი.

სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება შენი ბრჭყვიალა თვალები, თბილი ხმა და ტკბილი ჩახუტება, მიყვარხარ, ბოდიში, რომ დავაგვიანე“, – წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში.

 

8 წლის წინ, დღევანდელ დღეს ,
ახალი სიცოცხლე გაჩნდა..❤️

სიცოცხლეს დაარქვეს ლუკა ❤️

იმ დღიდან დაიწყო ახალი…

Posted by Marita Gutashvili on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023

 

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას… განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“ – 161-ე სკოლა ლუკა დუდაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება.. ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო, ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით… დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრება…“ – გოგა ბერიძე

„მიუხედავად რეალობისა, ლუკას მამა იტოვებდა უფლებას ეყურებინა უსასრულობაში, ტალახით ამოვსებული ხეობის წინ მდგარიყო და ეფიქრა სასწაულზე, რომელიც შვილებთან, მეუღლესთან ჩახუტების საშუალებას მისცემდა.. პატარა ლუკა დიდ სტიქიას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა“ – ქეთევან ქარდავა