LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მასშტაბით მონიტორინგის სისტემებს განათავსებს

44

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მასშტაბით ბაღებსა და სკვერებში მონიტორინგის სისტემებს განათავსებს, რომლებიც აზიური ფაროსანას გავრცელების არეალს დაადგენს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მესხ, ავრცელებს.

მესხის თქმით, ამის შემდეგ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ბიოლოგიური პესტიციდის გამოყენებით.

მისივე თქმით, ცხელ ხაზზე ზარები ძალიან გახშირდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში აზიური ფაროსანას არსებობა არ დასტურდება.

მოსახლეობა ძალიან გააქტიურებულია და სატელეფონო ზარებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა. თბილისის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ვაკის პარკშია დაფიქსირებული აზიური ფაროსანა, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

მესხის განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აუცილებელია მისი განადგურება, ვინაიდან ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები