LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს – მალხაზ მაჩალიკაშვილი

93

„სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით, რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს, მას აინტერესებდა თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შეხვდა. მისი თქმით, საჭიროა ყველა დეტალის ცოდნა, რადგან საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

„მნიშვნელოვანია, მსგავსი შეხვედრები, რადგან სიმართლე უნდა გაირკვეს. ჩვენ სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით, რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. მას აინტერესებდა სპეცოპერაციის შესახებ და თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა. ასევე, მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვები მაქვს, რასაც პასუხები უნდა გაეცეს,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოპულალურები