LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური: ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ

120
ვახტანგ გომელაური

ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას: “როგორია თქვენი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია”.

ვახტანგ გომელაურის თქმით, დავით ხიდაშელი მისი მრჩეველი არ ყოფილა, ამიტომ არ იცის ვისთან აქვს კავშირი და რა ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა.

„არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის?

ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები