LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა…“

naniko

სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის გუშინდელ ჯვრისწერას სოცქსელებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დახურა.

კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი:

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა, შერონ სტოუნობა გამახსენდა უცებ, აივნიდან რომ ვერ გადმოიხედებოდი და თან ფული უნდა ჩაგვეტანა ბიზნეს გალა ვახშმის დასაფინანსებლად… თან შეგვექო, არ გვექილიკა და თუ გავაკრიტიკებდით, კიდე 2 მლ ზემოდა. ..

წირვა დასრულდა, ხალხი წავიდა და 2-საათიანი ჯვრისწერის გამო კანდიდატი ბრიფინგს რომ აწყობს, კი ვიცი, ეგეთ კანდიდატს ხმა არასდროს არ უნდა მიცეს არავინ:)

მეც „დავხურე“ ნიცაში ჯვრისწერისთვის ტაძარი, მე, სოსო და მეჯვარები ვიდექით მარტო. ჩვეულებრივი ამბავია.

მოკლედ რა, მეტის ღირსები ვართ, 6 წლის თავზე ყველაზე მწირ არჩევანში ისევ მიშა რო აღმოჩნდა.

პ.ს არადა, რამდენი სხვა რამეა საკრიტიკო რეალურად“.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეჟურნალისტი:

„გამოიკვეთა: სვეტიცხოველი არავის დაუკეტავს!!! ჩემი 2 მეგობარი იყო იქ. ერთადერთი, რაც სთხოვეს, საკურთხეველთან ცოტა ხანი ახლოს არ მოხვიდეთო“.

სალომე გოგიაშვილი, ტელესახე:

„აუუ, ახალი თემა სალაპარაკო ბერას ჯვრისწერა. მიშას რომ შიოდა, ჩერეზ გომბორი ვბრუნდებოდი სახლში, ისეთი გადაკეტილი იყო მთელი ვაკე და მაშინ რატომ არ წერდით პოსტებს, ხალხნო?!. ცოტა ხო არ გეშინოდათ მერე „პერედაჩებზე“ სიარულის?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები