ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თაკო ნაცვლიშვილია ასახული. ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სამოსში ცნობილი ჟურნალის „ELLE“-ისთვის პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ თაკო მცირე ხნის წინ „ვიქტორიას სიკრეტის“ მრავალმილიონიანი შოუს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა და მეორე ტურშიც გავიდა რამდენიმე გოგონას შორის, თუმცა საბოლოოდ, ის არ აირჩიეს. თაკო ამ შოუს კასტინგში მონაწილეობას შემდეგ წელსაც გეგმავს.