LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩუგოშვილი კოლეგებს მოუწოდებს საქმიანი და კონსტრუქციული გარემო შეინარჩუნონ

49

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციური პარტიებიდან თავის კოლეგებს მიმართავს, რომ პარლამენტში მიმდინარე განხილვებზე, სადაც პრემიერმინისტრობისა და მინისტრების კანდიდატებს უსმენენ, საქმიანი და კონსტრუქციული გარემო შეინარჩუნონ.

მისი განმარტებით, ნდობის გამოცხადების პროცედურიდან საკომიტეტო მოსმენების ნაწილი უკვე დასრულებულია.

„ვიწყებთ მოსმენას პოლიტიკურ ჯგუფებში, ჯერ უმრავლესობის მოსმენით და შემდგომ ოპოზიციის მოსმენით. როგორ უკვე გაკეთდა განცხადება, ფრაქციებში, უმცირესობა-უმრავლესობაში ამ პროცესს მხოლოდ პარლამენტის წევრები, ფრაქციის წევრები დაესწრებიან. გვქონდა გამოცდილება, როდესაც გარეშე პირები მონაწილეობდნენ და ამან ერთხელ უკვე საკმაოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანა პროცესი.

მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ საქმიანი, კონსტრუქციული გარემო შეინარჩუნონ ამ განხილვების დროს. განსაკუთრებით ფრაქციებში განხილვების დროს და პიროვნული შეურაცხყოფებისგან თავი შეიკავონ, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ განხილვები ეთიკურ ჩარჩოებს არ გასცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები