LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ სანიკიძე პოსტიდან გაათავისუფლეს – ვინ არის განათლების ახალი მინისტრი

266

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სწორედ მან შეცვალა თამარ სანიკიძე მინისტრის პოსტზე.

გიორგი მარგველაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა თამარ სანიკიძეს, მისი თქმით, სანიკიძემ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და სულ მალე კვლავ მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, პრემიერის ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა არის კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, მან უმაღლესი განათლება მიიღო ESMის ბიზნესსკოლაში  და აქვს დიდი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ინოვაციების სფეროში.

13388808_10206394507837730_1605329636_o