LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თამაზი იყო ჩემი კურსელი…” – რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს თამაზ მეჭიაურზე

80

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თამაზ მეჭიაური მისი კურსელი იყო და პარლამენტში მას აუცილებლად გაიყვანდნენ.

“თამაზი იყო ჩემი კურსელი, მაგანაც წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი, მეც წითელ დიპლომზე დავამთავრე, ხუთოსნები ვიყავით. თამაზი ჩვენი გუნდის წევრია, რომ იცოდეთ და ჩვენს სიაში შედის. თუ სიით არა, სიითაც გავა. თამაზიზე ვთქვი ზუსტად, რომ აუცილებლად გავიყვანთ თამაზ მეჭიაურს და ხელოვნურად დავასრულე, რომ ასეთი მაღალი ადგილი მივეცი. ჩვენი გუნდის წევრი იქნება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გუშინ “რუსთავი2”-ის ეთერში ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიური ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ მეჭიაური მისი ნათესავია და “ქართულ ოცნებაშიც” მან მიიყვანა.

“მეჭიაურს ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა და ძალიან გართულდა მისი სიაში ჩასმა, განაწყენდა.  სპეკულირებდა, ვითომ ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელი, ძმაკაცი იყო.  ერთ -ერთ თათბირზე ბიძინამ ჰკითხა, რა უნდოდა და თქვა, რომ დეპუტატობა უნდოდა. ასეთი პოლიტიკური ვაჭრობით მიიღო დეპუტატობა.  სიკეთის დაუნახავი ადამიანია, მან ჩემი მიცვალებულები შეურაცხყო მისი გამონათქვამებით,“ – განაცხადა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით ზაქარია ქუცნაშვილმა.

თამაზ მეჭიაური კი პირიქით ამტკიცებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში მან მიიყვანა.  “მე რომ პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე,” – აცხადებს მეჭიაური.  

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები