LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება

88

თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარმ განაცხადა. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ თამბაქოს პროდუქტები გაძვირება მისი მოხმარების შემცირებას გამოიწვევს.

 

საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%_ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენს შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება იმიტომ მოხდა, რომ დაახლოებით 30%-ით მოიმატა აქციზმა. მწეველთა რაოდნობა შესაძლოა ბევრით არ მცირდება, თუმცა თითოეული მწეველი სულ უფრო ნაკლებს ეწევა ფასის გამო. გარდა ამისა, კომპანიებმა მარაგებიც შეამცირეს, რადგან ახალ რეგულაციებს ელოდებიან, რომელიც თამბაქოს ახალი კანონმდებლობით უნდა ჰქონდეთ. ვინაიდან შესაცვლელი იქნება შეფუთვები, მარაგებს არ იტოვებენ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ვალდებულება და აქციზმა უნდა მოიმატოს ეტაპობრივად და 2020 წლამდე ამ მატებამ 1/3 უნდა შეადგინოს. მაგალითად, თუ ახლა ფილტრიან სიგარეტზე აქციზი დაახლოებით 2 ლარი ღირს, უნდა გახდეს 3 ლარამდე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თამბაქოზე აქციზის მომატებას”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრის ფიცი დადო, თამბაქოს მოხმარება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, თამბაქოს მოხმარების კუთხით,  ოფიციალური მონაცემებით,  საქართველოს  მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში კი – მეორე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები