LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანადგომას ვუცხადებ აშშ-ის ხელისუფლებას და ხალხს – გიორგი მარგველაშვილი მანჰეტენის ტერაქტზე

75

„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა.

„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგანხსენებთ, რომ მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 11 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები