LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საახალწლოდ განათდა (ფოტო)

80

თბილისი სადღესასწაულოდ განათდა. საახალწლო ილუმინაციები გვიან ღამით თბილისის მერმა თავად დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით, მთავარი ნაძვის ხე დედაქალაქში 17 დეკემბერს საზეიმოდ განათდება.

„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდება „ახალი ტფილისიც“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.