LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ხაშურშია გაჩერებული

122

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ხაშურშია გაჩერებული და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ინფორმაციას მატარებლის მგზავრები ავრცელებენ.

ერთ-ერთმა მგზავრის თქმით, აღნიშნულის ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა სავარაუდო მიზეზად უამინდობა და ამის გამო ხის წაქცევა სახელდება, რომელიც ლიანდაგს დაეცა.

მათივე ინფორმაციით, ხაშურში ამ დროისთვისაც ძლიერად თოვს.

“საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას გაავრცელებს, თუმცა ხაშურში უამინდობას ადასტურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები