LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში დღის რეისების შეჩერებას არ ადასტურებენ

70

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 1 მარტიდან 27 მარტამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება, აეროპორტში ამ დროისთვის არ ადასტურებენ.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, კომპანია TAV Georgia ამზადებს ოფიციალურ პრესრელიზს მედია საშუალებებისთვის, რომელსაც უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

”აღნიშნულ რელიზში გაწერილი იქნება გრაფიკი, საათობრივად, თითოეული რეისის შესახებ”- განაცხადეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც აღნიშნული რეისები ღამით შესრულდება. ამავე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე ფაზად ჩატარდება. შესაბამისად, აეროპორტში დღის რეისები აპრილსა და მაისშიც  გარკვეული პერიოდი შეჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები