LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

132

“დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უკვე მუშავდება რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტიანი გახდება.

“მუნიციპალური პროექტების ხარისხის თემა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია. დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ, „ვარკეთილის“ მეტროში მომხარი შემთხვევა, ასევე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც შევისწავლეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილებები გვჭირდება. ამ მიმართულებით სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა და უბრალოდ მინდა, გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში – 2 კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტიანი გახდეს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მოხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი მიღება, კითხვები აღარ გაჩნდება და მომავალში დაზღვეულები ვიქნებით ისეთი შემთხვევებისგან, რაც გუშინ მივიღეთ,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები