LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია გვერდში დაგიდგებათ “სვეტის” დაზარალებულებს, რომ ბინები არ დაკარგოთ – კახა კალაძე

129

“ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ არავინ არ დაკარგოს არაფერი, რაც გაქვთ გადახდილი, ბინები და ასე შემდეგ,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულებს მისი მოადგილე ილია ელოშვილი გასულ კვირას შეხვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “სვეტს” უნებართვოდ მშენებლობა 14 ლოკაციაზე ჰქონდა წამოწყებული.

“არსებობს პრობლემა, ერთი მიმართულებით, როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძიება და საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს, ხოლო მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, თბილისი მერია გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები იქნეს დასრულებული.

“უბრალოდ, ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვოდ. ეს არის სერიოზილი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უკანონო, უნებართვო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც მიმდინარეობდა ეს უნებართვო მშენებლობები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან გექნებათ ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები