LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერის პოსტზე მმართველი გუნდი კახა კალაძეს განიხილავს

25

თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, სავარაუდოდ, კახა კალაძე იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ვიცესპიკერის თქმით, გუნდი კალაძის კანდიდატურაზე შეთანხმდა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვფიქრობთ გუნდში, დღეს მთლიანად გავუზიარეთ ერთმანეთს. სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები