LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერა თამარ ივერის ბრალდებას პასუხობს – „ოპერის თეატრს ნუ რევთ სიბინძურეებში…“

169

თამარ ივერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა, მისმა მმართველმა, დავით კინწურაშვილმა, პორნო-ეროტიკული კლიპისთვის დაუთმო გადამღებ ჯგუფს. ივერმა შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ნახევრად შიშველი მსახიობები ჩანან ოპერისა და თეატრის შენობაში.

ამ ბრალდებას მალევე გამოეხმაურა ოპერის თეატრიც, სოციალურ ქსელში მათ განათავსეს რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ოფიციალური წერილი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციამ 2 ივლისს, ერთი დღით, მას თეატრის შენობა ფილმის ეპიზოდის გადასაღებად დაეთმო.

განცხადება გამოაქვეყნა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენელმა, ხათუნა ხუნდაძემაც, წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საყვარელო მეგობრებო, არაფერი საგანგაშო ოპერაში არ მომხდარა. ულამაზეს ეპიზოდს ვიღებდით ჩვენი ულამაზესი ოპერის შენობაში, რაც დაშვებულია და ლეგალურია.

საოცრად მნიშვნელოვანია ასეთ ორ დიდ რეჟისორთან და ფირმასთან თანამშრომლობა, როგორიცაა Ajay Jain&Sanjukta Jain, რომლებიც უჰონორაროდ მონაწილეობენ გადაღებაში. გადაღების თემა მე-19 საუკუნის საფრანგეთის სალონური გარემოა, რომელიც ულამაზესი გამოდის და უახლოეს მომავალში დავდებ ინტერნეტსივრცეში. ფოტოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა, გადაღებულია backstage-ში და არ ასახავს რეალურ სიუჟეტს. მე ბევრი ფოტო არ მაქვს გადაღებული, უახლოეს დღეებში მათაც მოგაწვდით. ოპერას მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრა, გვერდში დგომისა და თანამშრომლობისათვის. თუ შეიძლება, ოპერის თეატრს ნუ რევთ სიბინძურეებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები