LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს – ანატოლი ბიბილოვი

53

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, საქართველოს ხელისუფლებას აგრესიისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ბიბილოვით თქმით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცოგოვინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რადგან „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავად იქ ბიბილოვი გაემგზავრა.

მე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება ვნახე, ის ამავდროულად ბოსნიაჰერცოგოვინაშია ქვეყნის წარმომადგენელია. ვიზიტზე მწვავედ რეაგირებენ. გამწვავება კი არა, ბოდიში აქვთ მოსახდელი იმისთვის რაც გააკეთეს,“ – განუცხადა რუსულ გამოცემას სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა.

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი არ იყო ოფიციალური. ქართული მხარე გავრცელებისთანავე დავუკავშირდით ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარეს, რომელიც არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყნაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ არანაირ ოფიციალურ ვიზიტს არ ჰქონდა ადგილი და ვერც ექნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები