LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დილიდან საცობებია, ცენტრალურ ნაწილში ქუჩები გადაკეტილია

82

დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან საცობებია. შსს-ს ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით გუშინ ღამით რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა.

მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

საცობების გამო მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლა დააგვიანდათ მინისტრებსაც, მთავრობის სხდომა 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ხვალ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე – შეიზღუდება.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები