LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ”იანდექს ტაქსით” მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება

71

თბილისში ტაქსის რუსული კომპანია  „იანდექს ტაქსი“  გამოჩნდა.  ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით კომპანიას ტარიფებზე აქცია აქვს.

როგორც „იანდექს ტაქსის” ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი იტყობინება,  2016 წლის 31 ოქტომბრამდე  მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. აღნიშნულ ფასში შედის მგზავრობა 2კმ-ზე და 5-წუთიანი ლოდინი.

ამჟამად თბილისს ”იანდექს ტაქსის” 200 მანქანა ემსახურება. ამასთან, კომპანია დედაქალაქის  გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებში შესვლასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რუსულ  პრესაში ”იანდექს ტაქსის” საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. მაშინ, აღნიშნულ თემაზე გაზეთ ”ვედომოსტის”  „იანდექს ტაქსის“ გენერალური  დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი ესაუბრა. საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

ცნობისთვის, ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანია „იანდექს ტაქსი“ ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – „ეკონომ,“ „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძღოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები