LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილსერვის ჯგუფი: ნარჩენების სტენდის დაზიანება ვანდალიზმი და პროვოკაციაა

98

თბილსერვის ჯგუფი, ნარჩენების სეპარაციის სტენდზე, ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს.უწყება განმარტავს, რომ სეპარაციის სტენდები დალუქულია და არ არის შესული ექსპლუატაციაში.

“თბილისში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე სეპარაციის ურნების ეტაპობრივი განთავსება დაიწყო, პრეზენტაცია კი ნოემბერშია დაგეგმილი”.

თბილსერვის ჯგუფი განმარტავს, რომ მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიმდებარედ, იქ სადაც მოქალაქემ ვიდეო გადაიღო, სეპარაციის დალუქული სტენდი თვითნებურად გახსნეს.თბილსერვის ჯგუფი მიმართავს მოქალაქეებს, ნუ შეუშლიან ხელს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მომხმარებელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციისსტენდს. მომხმარებელი ამტკიცებს, რომ სტენდი სეპარირებისთვის არ არის განკუთვნილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და არის აბსოლუტური სიცრუე.

„თბილსერვის ჯგუფი“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას. დედაქალაქში სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე სეპარაციის ურნების ეტაპობრივი განთავსება დაიწყო, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი. შესაბამისად, ყველა სტენდი დალუქულია და არ არის შესული ექსპლუატაციაში.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ მისამართზე (მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიმდებარედ), მოხდა მიზანმიმართული ქმედება – სეპარაციის დალუქული სტენდი, პრეზენტაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, თვითნებურად გახსნეს. რაც არის ვანდალიზმი.

მივმართავთ მოქალაქეებს, ნუ შეუშლიან ხელს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებს და აქვე შევახსენებთ, მუნიციპალური ქონების დაზიანება არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ისჯება კანონის შესაბამისად“, ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოქალაქე ეთო გუგავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მეტროსადგურ უნივერსიტეტთან დამონტაჟებული სტენდები სრულად არაა აღჭურვილი შიგნიდან და დანაგვიანებულია.

 

https://www.facebook.com/eto.gugava/videos/2180934271938315/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები